პუტინმა გაამხილა, თუ რომელი ვაქცინით აიცრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრესკონფერენციას მართავს, სადაც იგი მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობს.

პრესკონფერენციზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას. მან ასევე, გაამხილა, თავად რომელი ვაქცინით აიცრა.

პუტინის თქმით, იგი რუსული ვაქცინით Sputnik V-ით აიცრა. როგორც მან განაცხადა, ადრე ურჩიეს, რომ არ დაესახელებინა პრეპარატი, რადგან ზედმეტი მღელვარება არ გამოეწვია, თუმცა გადაწყვიტა, რომ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვისთვის ეპასუხა.

მაშინ როდესაც პუტინი აიცრა, რუსეთში ორი რუსული ვაქცინა Sputnik V და EpiVacCorona იყო დამტკიცებული. პუტინმა ორივე ვაქცინა შეაქო და განსაკუთრებით EpiVacCorona-ს “მოწინავეობას” გაუსვა ხაზი.

როგორც პუტინმა განაცხადა, Sputnik V დიდი ხნის განმავლობაში იცავს ინფექციისგან, ხოლო EpiVacCorona-ს გვერდითი მოვლენები თითქმის არ აქვს.

GHN

მსგავსი სიახლეები