პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

პარტია “საქართველოსთვის” ცაგერის მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს. როგორც ბესარიონ ბენდელიანი აცხადებს, მას მანქანა დილით დახვდა დაცხრილული. მისივე ინფორმაციით,გასროლა,სავარაუდოდ,მაყუჩიანი იარაღიდან მოხდა. ბენდელიანი ფაქტს არჩევნებს უკავშირებს,რადგან მისი თქმით,მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს.

 

წყარო: pirvelinews

მსგავსი სიახლეები