ხვალ, 20 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ განთავსებული ჯვრის აღების მოთხოვნით აქცია გაიმართება სახელწოდებით “სახელმწიფოს პანაშვიდი”.
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას.
“ხვალ, 20:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება სახელმწიფოს პანაშვიდი. გთხოვთ, ვისაც სურვილი გაქვთ, მოდით ყვავილებით და დავაწყოთ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვრის ფორმის კონსტრუქციასთან.
ამ აქტით მოვითხოვთ კონსტრუქციის აღებას და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივას “რელიგიური გრძნობების” შესახებ კანონზე.
არავის აქვს უფლება ასე დაუკითხავად დადგას რაიმე სახის სიმბოლიკა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ. ფაქტია, საპატრიარქო მანიპულირებს კონკორდატით. ეს ასუსტებს და აზიანებს სეკულარიზმს, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტური იდეაა”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტის წინ რკინის ჯვარი 5 ივლისს აღმართეს “თბილისი პრაიდის” მოწინაღმდეგეთა ჯგუფებმა, რომლებიც დღის განმავლობაში თავს დაესხნენ 50-ზე მეტ მედიის წარმომადგენელსა და მოქალაქეს.