„ოცნება“ შეგნებულად უშლის ხელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას – კუბილიუსი

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებით, „ქართული ოცნება“ შეგნებულად ცდილობს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს.

ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ განაცხადა.

„მე სხვას ვერაფერს დავარქმევ საქართველოს მმართველი პარტიის ქცევას გარდა შეგნებული ქმედებისა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატი სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. მე არ ვიცი რატომ უნდა აკეთებდეს ამას მთავრობა, რომელიც ამბობს რომ ძალიან პროევროპულია.

გამოდის, რომ მათ ან არ ესმით ევროკავშირის პრინციპები და ღირებულებები რა არის და თვლიან, რომ ამ გაერთიანებაში ქვეყანას მაინც მიიღებენ, თუნდაც კანონის უზენაესობის პრინციპები ირღვეოდეს, რაც არასწორი მოსაზრებაა, ან უბრალოდ შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა მოუკლან. ასეა თუ ისე აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ან არ ასრულებს ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა კუბილიუსმა [მთავარი არხის თარგმანი].


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები