პერსონალური ფინანსური სანქციები უნდა გამოიყენონ და პირდაპირ მათ ჯიბეებს დაარტყან

ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე

ევროპამ და აშშ–მ ქართველების დასახმრებლად, მხოლოდ ქვეყანაში შესვლა კი არ უნდა აუკრძალოს კორუმპირებულებს და დიქტატურის გზაზე დამდგარ ხელისუფალთ, არამედ, პერსონალური ფინანსური სანქციები უნდა გამოიყენონ მათ მიმართ და პირდაპირ მათ ჯიბეებს უნდა დაარტყან, არაფერი იმალება 21-ე საუკუნეში, ყველაფერი ჩანს ვის სად აქვს მოპარული ფული გადამალული, შვეიცარიაში თუ ობშორებში.
მოხდება ფინანსური დასანქცრება, მეორე დღესვე ეშველება ქვეყანას… ამათთვის ფულია მთავარი ფულიი…
სხვადასხვა მაღალჩინოსნის სახეწაშლილი კნავილი დღეს იმიტომ ისმის, რომ გადასარევად იციან, ბევრ მათგანს სწორედ ფინანსური სანქციები დააზარალებს ყველაზე მეტად, მოპარული ფულიც გაუქრებათ და მათი უდარდელი ცხოვრებაც რომელიც ჩვენს ხარჯზე მოიწყეს, იმ წამსვე დასრულდება და ყველა დაინახავს თუ რამდენი ფული აქვთ ამ პატარა ქვეყნიდან მოპარული.
ასე, რომ უდარდელი ცხოვრება მოწყობილი “უცნობი” თავის ამერიკის ვიზას დახევს თუ არა ნაკლებად საინტერესოა, არც დახევს მხოლოდ თაბახის ფურცლის დახევითაა დაკავებული ხომ ვხედავთ.
წერს თვის ფეისბუქ გვერდზე გიორგი ყუფარაძე

მსგავსი სიახლეები