საქართველოში მოპედის რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება. ცვლილება მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაციისთვის ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევა.
“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილება შედის და ის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდება.