ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მომდევნო თვეებში 2020-2021 წლებში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის გამო, ინფლაცია შემდგომ თვეებში გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან შემცირდება.
„მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში, ინფლაცია კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო, დროებით გაიზრდება.
მოგეხსენებათ სუბსიდიის ეფექტი, რომელიც შარშან დეკემბერში და წელს იანვარსა და თებერვალში განხორციელდა. მოუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დროებით გაიზრდება, გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი განცხადებით, ინფლაციის შემცირებას ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ფისკალური კონსოლიდაცია გამოიწვევს.
ნოემბრის თვეში საქართველოში ინფლაციის დონე 12.5 პროცენტი იყო.
დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 ერთეულით, 10.5 პროცენტამდე გაზარდა, მიზეზად კი ინფლაციის მაღალი დონე დასახელდა.
რეფინანსირების ზრდა აძვირებს მასზე მიბმულ სესხებს.