მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდსიტუაციას მართავდა ძალიან კარგად- თენგიზ ცერცვაძე

„მე ვითხოვ კომენდანტის საათის გაუქმებას და ღია სივრცეებში პირბადეების მოხსნასაც“- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გასულ წელს კოვიდპანდემიის პერიოდს ძალიან კარგად უძღვებოდა.

„რაც შეეხება „დარტანიანს“, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა. ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არის მთელი მსოფლიოს აზრი და მათ შორის ბატონი ჰანს კლუგეს( ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი) მოსაზრება, რომელიც ყველაზე დეტალურად ჩასწვდა ყველაფერს. კარგად მუშაობენ და ასე უნდა გააგრძელონო. ევროპულ ჯანდაცვაში პირველი პირი, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მუშაობას სიტყვა „ბრავოთი“ შეაფასებს, მე ასეთი არ მომისმენია ჯერ.

კოვიდკამპანია იმართებოდა კარგად. თქვენ რა გგონიათ, ჩვენი არაკეთილმოსურნეებს ვერ წამოაცდენინებ, რომ შარშან ოქტომბრამდე სწორმა საპასუხო ღონისძიებებმა დაგვიფარა ეპიდემიის პირველი ტალღისაგან“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

pia.ge

მსგავსი სიახლეები