“მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა! – აცხადებს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, არ დაეპატიჟებინათ ოპოზიციური ტელევიზიები ღონისძიებაზე და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება ჩაიშალა. პრეზიდენტის გაცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

“ბათუმს ევროპული საბჭოს და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებული ქვეყნების – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან! ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!..

რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!” – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები