კიევზე ირანული კამიკაძე დრონებით მიიტანეს იერიში

გამთენიისას კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის დედაქალაქზე ირანული კამიკაძე-დრონებით მიიტანეს იერიში.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოთხი დრონიდან ერთი ჩამოაგდეს, ერთი კი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

თავდასხმის დროს დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები