გილოცავთ ბატონო პრემიერო, საქართველოში ნამდვილად დადგა ის დღე, როცა ქუჩაში გამოსვლა უკვე საშიშია

ბლოგერი, გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

გილოცავთ ბატონო პრემიერო, საქართველოში ნამდვილად დადგა ის დღე, როცა ქუჩაში გამოსვლა უკვე საშიშია, 10 წუთის წინანდელ ამბავს გიყვებით!

მოვდივარ წერეთელზე, ვჭამე და მანქანისკენ და მომდევს მთვრალი ტიპი. ნუ, თავაზიანად გავუჩერდი, თუმცა სახეზეც აწერია რომელი კლასტერიდანაა.

– შენ შეროზია ხარ ხოო?

– გახლავარ.

– კაიფში გაპარული კაცის გამო აქციები სწორიაა?

ვაღიარებ, ცოტა გადამეკეტა და გამოვედი ზედმეტი თავაზიანობის როლიდან, ვკითხე ამართლებს თუ არა ხალხის ცემას და ძალადობას.

მოკლედ, ვრთავ კამერას – იღიმის და ძმობას მეფიცება, ვთიშავ და ისეთი სახე აქვს, ცოტაც და დაასკდება ძარღვები. რაღაც მომენტში ბიჭოთი და დაძაბული სახით როცა მომმართა – მეთქი აბა დროზე გვარ-სახელი.

– ვერ გეტყვი! (დაიხია ეგრევე უკან)

– გეშინია?

– არაფრის მეშინია ძმაოოოო (გაწელილი კაიბიჭური ინტონაცია)

– ჰოდა მითხარი! (თან ვათვალიერებ, წელამდე მწვდება ალბათ, ანუ რორამე თავს დავიცავ და “დაჟე” პირიქითაც)

ეს ის მომენტია, როცა ჩამომშორდა, არ გადამიღოსო. კაი ათი წუთი მსდია, ოდნავ მაინც რომ უკან დამეხია – ალბათ დამარტყამდა (ნუ კაი ჩიტსაც დაიჭერდა). როცა მოვშორდი და დარწმუნდა, რომ ვერ გავიგებდი – რაღაცების მოძახება დაიწყო. ჰო, ვიდეოების წაშლასაც მთხოვდა, მაგრამ ეგეც მორევაზეა ძმაო, ჯერ არ დავდებ, აქვს დრო გამოფხიზლებულზე მიპოვოს და ბოდიში მომიხადოს, მაგრამ მეეჭვება.

წარმოვიდგინე, ბავშვთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ან დედასთან (ხშირად ვასეირნებ ბავშვს ექსპოსკენ). ან ესენი ყოფილიყვნენ ხუთნი. კი, დიდ გულზე არიან და კაცმა არ იცის რა მოხდებოდა, მეც რომ არ დამეძაბა ტონი, ან მაღალი და ჯანიანი რომ არ ვყოფილიყავი.

იმიტომ, რომ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა!

უკვე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ – ვიყიდო იარაღი და გავიფორმო ოფიციალურად. სხვანაირად თავს და ოჯახს მგონი უკვე ვეღარაფრით დავიცავ.”

მსგავსი სიახლეები