ვიდეო – რუსთაველის გამზირზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” , ,,გამოდით, გამოდით”.

აქციის მონაწილეები ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ, რომ საკუთარი ავტომობილები გზაზე გააჩერონ, რის შედეგადაც რუსთაველის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ასევე შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიის კურიერები.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

ამასთან, აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ შესაბამისი კომპეტენტური პირები შეხვდნენ და საინიციატივო ჯგუფი შექმნან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მსგავსი სიახლეები