ეს ბავშვები თავისი ნათელი მომავლისთვის იბრძვიან და სულ არ აინტერესებთ, არც ვაშაძეები და არც ხაბეიშვილები

რაც ხდება ეს დღეებია, არ არის მხოლოდ ამ “რუსული კანონის” გამო და ეს კარგად იციან “ქოცთა სასახლეში” ამ კანონის შემოგდება იყო პიკი “ქართული ოცნების” თავგასულობის… ხალხმა ეს აღარ გაუტარა და აღარც აღარფერს გაუტარებენ… ნიჰილიზმი დამარცხდა და გამოვიდნენ გარეთ…
6-ჯერ გაძვირებული ცხოვრება ხალხისთვის, მაგრამ ამ დროს მილიონებში ჩამხრჩვალი “ქოცები”… ამოვიდათ ყელში…
ბოლო მესიჯით გამოხტნენ და ჩვენ ეს ევროპა არ გვინდაო და თვითონ მილანში გავარდნენ “პრიჩოსკების” დასაყენებლად.
ამ ახალგაზრდობას დღეს ვინ ქუჩაშია მართულებს, აბორიგენებს და რას აღარ უწოდებენ, “ქოცთა” ბოსები თუ მათი ტროლ–ბოტთა არმია… ეგონათ თავიანთი ბინძური პროპაგანდა გაუვიდოდათ და ამ ყველფერსაც გადააგორებდენ.
ვერ მივართვეს, ეს ბავშვები თავისი ნათელი მომავლისთვის იბრძვიან და სულ არ აინტერესებთ, არც ვაშაძეები და არც ხაბეიშვილები,…
ამათ ვერავინ გააკონტროლებს და ვერც ვერავინ ათამშებს თავის ჭკუაზე და ჯობია “ქოცთა” ბანაკში ჭკუას მოუხმონ სანამ უარესად არ გამოუყვანიათ წყობიდან ეს ამდენი ახალგაზრდა, თორემ მერე სპეცნაზიც კი აღარ უშველით, იქაც კარგად აზრვნებენ ბოლო–ბოლო და იმ 1000 ლარიან პრემიასაც უკან მიუგდებენ გომელაურს.

მსგავსი სიახლეები