ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.
„ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირდაპირი აღიარება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. სამწუხაროა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“.