ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ ხელისუფლებას ჯერ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს

ეკატერინე ციმაკურიძე – ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ ხელისუფლებას ჯერ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დასაჩქარებლად

ეკატერინე ციმაკურიძე - ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ ხელისუფლებას ჯერ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დასაჩქარებლად

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

 

– ქალბატონო ეკატერინე, უკრაინაში რუსულმა აგრესიამ საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემები გააშიშვლა.

მართალია კოლექტიურ დასავლეთსა და აშშ-ს დააგვიანდა რეაქცია კრემლის იმპერიულ ამბიციებსა და ზრახვებზე, მაგრამ ახლა მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, როცა შესაძლოა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, გარდაუვალი აუცილებლობაც კი აღმოჩნდეს.

როგორი იქნება და როგორ სახეს მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა თქვა -„ახლა ის დროა, საქართველომ ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ეძებოს ქვეყნის მომავალი“.

საუბარი ამ თემაზე იმის გამო დავიწყე, რომ რაც ახლა ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ხდება, აშკარად არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნისა და პოლიტიკოსების წინაშე სწორედ ისტორიულმა კონტექსტმა დააყენა.

ახლა როგორც არასდროს, საჭიროა იყვნენ ქვეყნის მოქალაქეები კონსოლიდირებული და ერთიანნი, მაგრამ ვხედავთ, რომ საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. საფრთხეების წინაშე მოქალაქეების კონსოლიდაციაზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, მაგრამ რაც დღეისათვის ჩანს ასე გამოიყურება – მმართველი გუნდი ლამის ყველას ვინც უკრაინას ღიად უჭერს მხარს, უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს.

ასე ნამდვილად არაა, თუმცა, სულ უფრო გაუგებრად გამოიყურება მტკიცებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შეეძლო ომის თავიდან აცილება.

ეს კიდევ რთული და ცალკე მსჯელობის თემებია, მაგრამ კითხვას მაინც ასე დავსვამდი – უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

– დღეს ბევრი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ დასავლური კურსის მხარდამჭერი გზავნილები არ არის მკაფიო, ხოლო ქმედებები ბუნდოვანია. ცხადია, ამას თავად ხელისუფლება და ალბათ მის მხარდამჭერთა ნაწილიც არ ეთანხმება.

ხელისუფლება საპასუხო განცხადებებსაც აკეთებს. მაგრამ, ამ პასუხებით, განსხვავებულ აზრზე მყოფ ხალხს „ქართული ოცნება“ ვერ სთავაზობს მთავარი საკითხების გარშემო გამაერთიანებელ გზავნილებს, ვინაიდან თავად არ აქვს დამაჯერებელი და მკაფიო პოზიციები საკითხებზე.

გავიხსენოთ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც არ ახსენეს ვისი აგრესიის გამო დასჭირდა უკრაინას მხარდაჭერა. შემდეგ რუსეთის არხსენების მიზეზიც ძალიან არადამაჯერებლად განმარტეს. ისე, რომ ამას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი არ ელოდნენ, წარადგინეს ევროკავშირში გაწევრების განაცხადი, მაგრამ არც კი განიხილავენ იმ რეფორმების დაწყების საკითხს, რომელიც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში უნდა დაგვეხმაროს.

„ქართული ოცნების“ განცხადებებისა თუ მოქმედებების ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი იწვევს დაბნეულობას მისსავე ამომრჩეველში და გამორიცხავს საზოგადოების კონსოლიდაციას მთავარი საკითხების გარშემო, რაც ამ რთულ დროს ძალიან გვჭირდება

ამბობენ, რომ ერთგულებენ დასავლურ კურსს, მაგრამ სასამართლოში უჩივიან პრეზიდენტს დასავლეთში ქვეყნის სახელით დასავლური კურსისადმი ერთგულების დადასტურების გამო. ზეპირი განცხადებების საპირისპიროდ, მმართველი ხელისუფლების რუტინული დღის წესრიგი და საზოგადოებასთან კომუნიკაციის წესი არ შეცვლილა არც ომის, გაზრდილი პოლიტიკური, ეროვნული თუ ეკონომიკური საფრთხეების და არც გახსნილი ახალი შესაძლებლობების ფონზე.

„ქართული ოცნების“ განცხადებებისა თუ მოქმედებების ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი იწვევს დაბნეულობას მისსავე ამომრჩეველში და გამორიცხავს საზოგადოების კონსოლიდაციას მთავარი საკითხების გარშემო, რაც ამ რთულ დროს ძალიან გვჭირდება.

 რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა – მივიღეთ გადაწყვეტილებარომ არ განვიხილოთ „ომის პარტიის“, ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა“.

თუ რატომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და იმაზეა საუბარი საინფორმაციო სივრცეში თუ რას აბრალებს ძირითადად „ნაცმოძრაობას“ და დანარჩენ ოპოზიციას „ქართული ოცნება“.

დარწმუნებული ვარ, ანალოგიური ჩამონათვალის გაკეთება და ხელისუფლებისთვის წარდგენა ოპოზიციას შეუძლია. მაგრამ, ახლა როცა ქვეყნის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, ფაქტია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტი უნდა იყოს ერთმანეთთან არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ იმ გამოწვევების დაძლევაზე ერთიანი ძალისხმევის დემონსტრირება, რომელთა წინაშე ქვეყანა ახლა დგას.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ – „კრიზისის დასაძლევად საჭიროა ხელისუფლებას გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი“.

დღეს ვხედავთ, რომ ამგვარ უნარს პარლამენტში არც „ნაცმოძრაობის დეპუტაცია არ ავლენს. პარლამენტში ასეთ სურვილს რომელი სადეპუტატო ჯგუფიც ავლენს, მმართველი გუნდი არც მათთან არ თანამშრომლობს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია პარლამენტში საერთოდ რომ არ შესულიყო, მმართველი გუნდი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული სულ უფრო ადეკვატური გახდეს კითხვა – თავად მმართველ გუნდს ხომ არ სურს გვქონდეს ერთპარტიული პარლამენტი?

– მმართველ გუნდს სურს ოპოზიცია ჰყავდეს პარლამენტში, თუმცა თავად გადაწყვეტილებებს იღებდეს ოპოზიციის აზრის გათვალისწინების გარეშე, რაც ქმნის დემოკრატიის ილუზიას და არა რეალურ დემოკრატიულ პროცესებს.

მმართველ გუნდს სურს ოპოზიცია ჰყავდეს პარლამენტში, თუმცა თავად გადაწყვეტილებებს იღებდეს ოპოზიციის აზრის გათვალისწინების გარეშე, რაც ქმნის დემოკრატიის ილუზიას და არა რეალურ დემოკრატიულ პროცესებს

პრაქტიკულად ყველა მთავარი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ერთპარტიული მხარდაჭერით მიიღება, ოპოზიციის თუ სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნები და წინადადებები არასოდეს არის გათვალისწინებული.

ამ ფონზე, ჩვენ ბევრჯერ გვისაყვედურია ოპოზიციისთვის, რომ ისინი პარლამენტში მუშაობას არჩევენ ბოიკოტში ყოფნას, ან რომ მათ არასაკმარისი ინიციატივები აქვთ. ეს სიმართლეა, მაგრამ ეს მდგომარეობა გამოწვეულია თავად ხელისუფლების დამოკიდებულებით ოპოზიციის მიმართ.

არცერთი ინიციატივა, რასაც ოპოზიცია პარლამენტში წარადგენს, არ არის არათუ მხარდაჭერილი, არც კი განიხილება უმრავლესობის მიერ. ოპოზიციის ინიციატივები არ ხვდება კომიტეტების თუ პლენარული სხდომების დღის წესრიგში. ოპოზიციის ინიციატივები მაკონტროლებელი ფუნქციის კუთხით არ არის მხარდაჭერილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. შესაბამისად, ოპოზიციას აქვს ბერკეტები მაგრამ საპარლამენტო სივრცეში მათ ვერ იყენებს.

ოპოზიციის ინიციატივები მაკონტროლებელი ფუნქციის კუთხით არ არის მხარდაჭერილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. შესაბამისად, ოპოზიციას აქვს ბერკეტები მაგრამ საპარლამენტო სივრცეში მათ ვერ იყენებს

ეს არის ეტაპი ქართულ პარლამენტარიზმში, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ახერხებს თავად იყოს პარლამენტის დღის წესრიგის ერთადერთი განმსაზღვრელი. სამწუხაროდ ასეა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პირველ ეტაპზე დღის წესრიგის განსაზღვრის უფლება უნდა მოიპოვოს და ამის გარშემო უნდა მოახერხონ გაერთიანება. შემდეგ შეგვიძლია ვუსაყვედუროთ ინიციატივების ნაკლებობის გამო.

 მიუხედავად ამისა, არის თემები, რომლებზეც მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად უნდა მუშაობდნენ. ასეთი საკითხია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თემები.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის პრიორიტეტია, მაგრამ, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს. ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხოლოდ განცხადების შეტანა საკმარისი რომ არაა, ფაქტია.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანამ განცხადება კი შეიტანა, მაგრამ მმართველი გუნდი არ ჩქარობს დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელზეც მათ ჯერ ხელი მოაწერეს, ხოლო შემდეგ ამ შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოვიდნენ.

არადა ახლა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, მთავრობა და პარლამენტი აქტიურად უნდა მუშაობდნენ DCFTA-ის შესაძლებლობების გამოყენებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებასა და ევროპულ ბაზრებზე მეტად გასვლის გზების ძიებაზე.

სავარაუდოდ, რატომ არ ჩქარობს მმართველი გუნდი დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას? რატომ არ მუშაობს მთავრობა და პარლამენტი იმაზე, რომ DCFTA-ის შესაძლებლობების გამოყენებით ქვეყანამ შეამციროს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება?

– განაცხადის შეტანა, პარლამენტის რეზოლუციის მიღება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შესახებ, კარგია, მაგრამ ეს არ არის ის ნაბიჯები რაც ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში დაგვეხმარება.

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების განაცხადის შეტანის დღიდან უნდა დაწყებულიყო მუშაობა კონკრეტულ რეფორმებზე. საქართველოს აქვს მზა რეცეპტები, ასოცირების შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება, ვიცით თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი.

პარლამენტის რეზოლუციის მიღება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შესახებ, კარგია, მაგრამ… ეს არ არის ის ნაბიჯები რაც ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში დაგვეხმარება… განაცხადის შეტანის დღიდან უნდა დაწყებულიყო მუშაობა კონკრეტულ რეფორმებზე. საქართველოს აქვს მზა რეცეპტები, ასოცირების შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება, ვიცით თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი

ასევე, დასაბრუნებელია ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების თუ შარლ-მიშელის შეთანხმებებიდან გამომდინარე უკვე იყო გატარებული, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისივე რეფორმები უკან წაიღო.

მაგალითად, გვქონდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უკეთესი გარანტიები და გაუარესდა გასული წლის ბოლო დღეს დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით, გვქონდა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცესკოს თავმჯდომარის არჩევის კარი წესი და გაუარესდა გასული წლის ბოლო დღეს დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით, მზად არის და თვეებია შეჩერებულია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც დადებითად არის შეფასებული ყველა აქტორის მიერ, მზად არის და წლებია განხილვას ელოდება ცვლილებები, რომლითაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სასამართლო გადაწყვეტილებები და საზოგადოებამ დაინახოს რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები და ა.შ.

არც რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებისთვის მიმდინარეობს დაჩქარებული მუშაობა პარლამენტში. ახალ მოცემულობაში საჭიროა პარლამენტში დაისვას საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სახელმწიფოს დაეხმაროს ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზრის სწრაფად ათვისებაში.

ჩვენი ქვეყნის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ისევ ძალიან მაღალია და ამ პრობლემის მიზეზების შესახებ არაერთი კვლევა არის საპარლამენტო ფორმატში ჩატარებული, დაბრკოლებები ცნობილია, ახლა საჭიროა პრობლემების მოგვარების პროცესის დაჩქარება და არა ისევ ისე რუტინულად გაგრძელება, როგორც ამას ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და სხვა კომიტეტები აკეთებენ. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების საკითხი დღეს პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩვენი ქვეყნის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ისევ ძალიან მაღალია და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების საკითხი დღეს პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას

რადგან ამ და სხვა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა არ არის დაწყებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება არ აპირებს სერიოზული ძალისხმევა გასწიოს ინტეგრაციის მიმართულებით. შესაბამისად, იზრდება ოპოზიციის და საზოგადოების როლი ამ პროცესში.

– სასამართლო რეფორმა არის ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რამაც უნდა გაგვიმარტივოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.

ამაზე საუბარია შარლ მიშელის შეთანხმებაში. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს არ უთქვამს, რომ ამ შეთანხმებას დაუბრუნდა, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა სასამართლო რეფორმების ჯგუფი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჯგუფი მეორე თვეა არ შეკრებილა და შესაბამისად ვერც ვერაფერს გააკეთებდა.

მმართველ გუნდს სასამართლოს რეფორმებზე უარი აქვს ნათქვამი თუ როგორ უნდა გავიგოთ ამ მიმართულებით მმართველი გუნდის პასიურობა?

– სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი ხელისუფლება წლებია შეუვალ პოლიტიკას აწარმოებს. მეორე მხრივ, დამოუკიდებელი სასამართლო ევროინტეგრაციის პერსპექტივისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

წლების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრი იმუშავა იმაზე თუ რა ცვლილებებია საჭირო სასამართლოში, არაერთი რეკომენდაცია გვაქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებისაგან.

საჭიროა დავიწყოთ სასამართლო რეფორმის დამაჯერებელი პროცესი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ირწმუნებს, რომ ვადგავართ გზას სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისკენ და არა ისევ იმ გზას, რაც ოთხი ტალღის სახით უკვე გავიარეთ.

ყოველ დღე უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას, როდის დაიწყებს სასამართლო რეფორმას.

საჭიროა დავიწყოთ სასამართლო რეფორმის დამაჯერებელი პროცესი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ირწმუნებს, რომ ვადგავართ გზას სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისკენ და არა ისევ იმ გზას, რაც ოთხი ტალღის სახით უკვე გავიარეთ.

ყოველ დღე უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას, როდის დაიწყებს სასამართლო რეფორმას

 სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველი გუნდი ამ თემებზე არ მუშაობს, მაგრამ მოიცალა და დააინიციირა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს საგარეო აქტიურობას შეუზღუდავდა. ასე იქნა აღქმული პრეზიდენტის ევროპულ ვიზიტებზე მმართველი გუნდის კომენტარები და შესატანი სარჩელი.

შემდეგ აღმოაჩინეს, რომ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ უჩივლებენ პროცედურების არარსებობის გამო. ამის შემდეგ იქნა დაინიციირებული ცვლილებები კანონპროექტში.

ყველაზე თვალშისაცემი ამ ისტორიაში ის გახლდათ, რომ მმართველი გუნდი პრაქტიკულად გაემიჯნა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პროდასავლურ გზავნილებს.

როგორ შეაფასებდით ამ თემაზე მმართველი გუნდის აქტიურობას? რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ მმართველი გუნდი ამ კანონპროექტის ინიციირებით პრაქტიკულად გაემიჯნა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პროდასავლურ გზავნილებს?

– მკაფიო პროდასავლური გზავნილების არქონით ან პრეზიდენტთან დაპირისპირებით, მისი პროდასავლური გზავნილების გამო, „ქართული ოცნება“ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რომლითაც გაცხადებულია ქვეყნის ევროპული მისწრაფება.

მეორე მხრივ, ის ახერხებს ისევ თავად იყოს ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის ერთადერთი განმსაზღვრელი და მთელი ყურადღება მთავარი საკითხებიდან პრეზიდენტთან დაუსაბუთებელ კამათზე გადაიტანოს.

პრეზიდენტთან დაპირისპირება, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩივილი, შემდეგ ამ საფუძვლის შესაქმნელად პარლამენტში კანონპროექტის ინიციირება, ეს არის რისთვისაც იცლის ხელისუფლება ამ რთულ დროს, პარტიის პოლიტსაბჭოს, პარლამენტის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმატებში. ამის პარალელურად მას ჯერ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს განაცხადის წარდგენის შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დასაძრავად.

პრეზიდენტთან დაპირისპირება, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩივილი, შემდეგ ამ საფუძვლის შესაქმნელად პარლამენტში კანონპროექტის ინიციირება, ეს არის რისთვისაც იცლის ხელისუფლება ამ რთულ დროს, პარტიის პოლიტსაბჭოს, პარლამენტის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმატებში. ამის პარალელურად მას ჯერ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს განაცხადის წარდგენის შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დასაძრავად

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ჯერ არ დაწყებულა მუშაობა სამოქმედო გეგმის და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისთვის.

 მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, საქართველოში საკმაოდ ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ეს თემა აქტიურად განიხილებოდა, ძირითადად საფრთხეებზე მახვილდებოდა ყურადღება.

გამოითქმოდა ვარაუდები, რომ არ იყო გამორიცხული ჩვენთან ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებს არ შეესრულებინათ ის, როლი, რასაც ახლა უკრაინაში ომამდე ჩასული მოქალაქეები აკეთებენ, საუბარია იმაზე, რომ მათი უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ საქმიანობაშია შემჩნეული.

ბევრი საუბრობდა რუსეთთან სავიზო რეჟიმში კორექტირების შეტანის აუცილებლობაზე. მიუხედავად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემის აქტუალურობისა, ფაქტია, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხი რომ არ განიხილება.

ახლა როცა უკრაინაში ომის წარმოების გამო ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთისაგან დისტანცირებას ცდილობს, თქვენი აზრით რატომ არ განიხილავს მმართველი გუნდი რუსეთთან სავიზო რეჟიმში სერიოზული კორექტივების შეტანას?

– აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ თავს არიდებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე სერიოზულ მსჯელობასაც კი. კითხვაზე მათ საზოგადოებას ის კი არ უპასუხეს, კონკრეტული ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, გამარტივებული საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს თუ არა, ან რატომ უნდა დარჩეს იგივე, არამედ მხოლოდ ის თქვეს, რომ ასეთი პოლიტიკა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს იყო შემოღებული და „ქართულ ოცნებას“ ის არ შეუცვლია.

ამდენად, საზოგადოებას არ მიუღია პასუხი კითხვაზე, ხოლო რა პასუხიც მოისმინა, არაზუსტია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, 2014 და 2015 წლებში, ნამდვილად შევიდა ცვლილებები საქართველოში მიგრაციის კანონმდებლობაში და შესაბამისად, მიგრაციის პოლიტიკაში. ის უბრალოდ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას არ შეხებია და მათთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უცვლელი დარჩა. რაც შეიცვალა რუსეთის მოქალაქეებისთვის „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს არის ის, რომ თუკი იქამდე მათ საქართველოში 3 თვემდე ვადით ყოფნის უფლება ჰქონდათ, „ქართული ოცნების“ პირობებში ეს ვადა 1 წლამდე გაიზარდა.

რაც შეიცვალა რუსეთის მოქალაქეებისთვის „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს არის ის, რომ თუკი იქამდე მათ საქართველოში 3 თვემდე ვადით ყოფნის უფლება ჰქონდათ, „ქართული ოცნების“ პირობებში ეს ვადა 1 წლამდე გაიზარდა

რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე კითხვებს „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს ყველაზე შესაფერის საპარლამენტო ფორმატში, მთავრობის წევრების მონაწილეობით და არა მხოლოდ მედიასთან გაკეთებული ინდივიდუალური განცხადებებით. ეს აუცილებელია საკითხზე ყოველმხრივი პასუხების მისაღებად.

საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს სახელმწიფოს არასწორი პოზიცია. კიდევ უფრო დიდი საფრთხეა სახელმწიფო გადაწყვეტილებები ყოველგვარი მსჯელობის გარეშე. საფრთხეს არ წარმოადგენს საკითხზე დისკუსია. ამიტომ საჯარო დისკუსიებს არც ერთ საკითხზე არ უნდა მოვერიდოთ.

 პარლამენტის ექსსპიკერმაარჩილ თალაკვაძე განაცხადა – მზად ვართპარტნიორებთან ერთად განვიხილოთრისი გაკეთება შეიძლებარომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები“.

გაქვთ იმედი, რომ ახლა, როცა საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებზე იზრუნებენ?

– აქ ძალიან მნიშვნელოვანია არა უბრალოდ მზაობის გამოხატვა, არამედ მზაობის დემონსტრირება კონკრეტული ქმედებებით და მოთხოვნა, რომ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები ჩვენზეც ისევე გავრცელდეს, როგორც უკრაინაზე და რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ სხვა ქვეყნებზე.

უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები ჩვენზეც ისევე გავრცელდეს, როგორც უკრაინაზე და რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ სხვა ქვეყნებზე

ჩვენ ერთ სივრცედ უნდა განვიხილებოდეთ, მაგრამ იმისთვის რომ ასე მოხდეს, ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა აჩვენოს მკაფიო პროდასავლური არჩევანი, არა უბრალოდ დეკლარირებით, პარლამენტის რეზოლუციის მიღებით, არამედ აქტიური მოქმედებით.

ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ხელისუფლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლება.

 ჩვენ საუბარი დავიწყეთ ქვეყნის შიგნით საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე.

ამ და სხვა თემებზე აშშ ელჩმა კელი დეგნანმა განცხადება – “ახლა დროა საქართველომ და უკრაინამ გააკეთონ რაც აუცილებელიარომ მზად იყვნენროგორც მყარი დემოკრატიისა და ძლიერი სამხედრო უნარების სახელმწიფოებიუერთგულონ აუცილებელ რეფორმებს ამ პოლიტიკურსამხედრო ალიანსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადეს უზარმაზარი შესაძლებლობააროცა ასეთი მხარდაჭერაა ჩვენი ძლიერი პარტნიორების — უკრაინისა და საქართველოსთვის.

რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ ელჩის ეს განცხადება და გაქვთ განცდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია იმ თემებზე იმუშავენ, რაზეც აშშ-ს ელჩი მოგვიწოდებს?

– ოპოზიციას ვეტყოდი – გაგლანძღეს? უპასუხეთ საქმეზე! შემდეგ ისევ. ასე იქამდე, ვიდრე არ მიიღებთ პასუხს საქმეზე და არა ლანძღვაზე. ეს რაც შეეხება ოპოზიციას.

მმართველი ხელისუფლება კი ერთპარტიული მიდგომით რეალურ შედეგამდე რომ ვერ მიგვიყვანს, ეს მის დაბნეულ და არადამაჯერებელ ქმედებებში კარგად ჩანს.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მსგავსი სიახლეები