დღეს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება!

აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

  • აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას;
  • დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას;
  • ხელოვნური მონოპოლიების დაშლას;

მათი თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს.

“სხვა შემთხვევაში კი საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება და ეს ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება. დროა, მთავრობამ შეცვალოს სირაქლემის პოზა და გაატაროს რადიკალური ეკონომიკური რეფორმები. 

საწვავის ფასი არ ეხება მხოლოდ მანქანების მფლობელებსსაწვავის ფასი აისახება მომსახურებისა და სურსათის 70%-ზე. ყოველთვიურად 20%-ით ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა”. – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მსგავსი სიახლეები