გიორგი ყუფარაძე: შეიძლება ითქვას ისევ “უკანა კარიდან” შემოეპარათ…

ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჟამად  ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე თავის facebook გვერდზე, პოსტს აქვეყნებს

რა შეიძლება ითქვას…
ისე ცუდად აქვთ საქმე, რომ ბიძინას მესამედ მოსვლა დასჭირდათ…
საერთო ჯამში ეს მესამედ მოსვლა მაინც ვეღარ მოახდენს ამომრჩეველზე დიდ გავლენას, მაგრამ მაინც…
გამოჩნდა ისიც თუ როგორ ეშინიათ გახარიასი, რომ კიდევ უფრო მეტი მათივე მხარდამაჭერის ხმა არ წავიდეს მასთან…
კალაძის ფლანგის ამბიციებიც ბიძინას დაბრუნებით “ჩაიჯირყვნა”…
ეხლა ყველა სხვა ფლანგს დააშოშმინებს და ამით რაღაც პროცენტს აწევს…
ბიძინას მობრუნება, არც ღარიბაშვილს აწყობდა არც კობახიძეს და არც კალაძეს, შეიძლება ითქვას ისევ “უკანა კარიდან” შემოეპარათ…

მსგავსი სიახლეები