ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს, გარდაცვლილია 1 მამაკაციც

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს, გარდაცვლილია 1 მამაკაციც. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაჭრილი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, დაჭრილი ქალის მდგომარეობა კი სტაბილურია.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და ფაქტს სწავლობენ.

მსგავსი სიახლეები