ანა ფოტიგას წერილი ჟოზეფ ბორელს

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ (ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი, პოლონეთი) ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა.

წერილში, რომელიც ფოტიგამ თავად გამოაქვეყნა Twitter-ზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადის, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობასა და ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე ეკითხება.

„3 მარტს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნით და ამის საფუძველზე 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ყველა მთავრობის ძალისხმევით, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური წარადგინა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მე მივესალმები. პრინციპში, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ამ მხრივ, მე მაწუხებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობა, რაც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ღირებულებებს“, — წერს ფოტიგა და უერთდება მოწოდებებს, „მოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან“.

მისი თქმით, არაერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ექიმებმა და დიპლომატებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს სააკაშვილის სასამართლო პროცესებთან და ციხეში მისდამი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რაც წაქეზებულია „რუსეთთან დაკავშირებული და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლის მქონე” ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ.

„გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები იწვევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორაზროვან პოზიციას რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ“, — აცხადებს ფოტიგა და ჟოზეფ ბორელს მიმართავს კითხვებით:

  1. შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპული ღირებულებებს და ვალდებულებებს, რომლებიც საჭირო გაწევრიანების პროცესში?
  2. ეთანხმება თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი, რომ მოლდოვას დეოლიგარქიზაციამ პოზიტიური წვლილი შეიტანა ქვეყნის მომავალისთვის ევროკავშირთან და პოლიტიკურ რეფორმების გატარებაში; და იზიარებს თუ არა საერთო აზრს, რომ რუსეთთან კავშირის მქონე ცნობილ ქართველ ოლიგარქზე პერსონალური სანქციების დაწესებაც მოიტანს მსგავს პოზიტიურ ეფექტს?

მსგავსი სიახლეები