!["ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება" - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე](https://cdn.tvpirveli.ge/w/2305/17/49/96/981192277d874ddc962e2976696c4ace/alexandra_mary_hall_hall_588f6bfccb95e.jpg)
“ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება” – ასე ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.
“ამბობს პრემიერმინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება,” – წერს ყოფილი ელჩი.
ღარიბაშვილმა დღეს ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაა.