მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა, კერძოდ, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის ტემპმა საშუალოდ 9.9% შეადგინა. თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:
- ტრანსპორტი – ზრდა 22%
- ჯანდაცვა – ზრდა 11.6%
- ავეჯი და საოჯახო ნივთები – ზრდა 10.6%
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 10.5%
გარდა ამისა, 8.8%-ით გაიზარდა ფასი სურსათის ჯგუფში, თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე ფასების მატება გაცილებით სოლიდურია, მაგალითად, ზეთი 47.1%-ით გაძვირდა, ბოსტნეული 16.6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 10.6%-ით. არადა ისიც ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი დონე 3%-ია, თუმცა არსებული მდგომარეობა მას ბევრად აღემატება.
უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს:
2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 17.53% შეადგინა. რაც შეეხება იმ ჯგუფებს, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა:
- ტრანსპორტი – ზრდა 26.29%
- საცხოვრებელი, წყალი ელ ენერგია – ზრდა 25.69%
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 19.99%
- ჯანდაცვა – ზრდა 19.30%
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა, კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 4.7% შეადგინა. რუსეთში კი, წლიური ინფლაციის დონე 6.5%-ით განისაზღვრა.
სომხეთში ფასების დონის ზრდა 6.5% იყო. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა. მათ შორისაა:
- ტრანსპორტი – ზრდა 12.3%
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია – ზრდა 9.6%
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 8.8%
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ზრდა 8.8%
www.bpn.ge