გახარიას პარტიას ბათუმში ოფისს ატოვებინებენ

პარტია “საქართველსოთვის” ბათუმში ახლადგახსნილ  ოფისს ატოვებინებენ. ფართის მეპატრონე გიორგი ახალაიაა.პარტია “საქართველოსთვის” აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ფართის მეპატრონის მიმართ შანტაჟი ხორციელდება

ყველამ ვიხილეთ, რო  სახელისუფლებო მედიის საშუალებით ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომლისგანაც ჩვენ გვქონდა ოფისი ნაქირავები.ჩვენ ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ეს ადამიანი ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი, დღეს შეიცვალა პოზიცია.

ჩვენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ბევრი ოფისის გახსნას და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, მოგვაქირავონ ოფისი, ვერ ახერხებენ, იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ აბსოლიტურად გვესმის მისი და ვუთანაგრძნობთ და რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინებთ მის რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვო, მაგრამ ეს ვერ გახდება ჩვენთვის დამაბრკოლებელი, თუ ყველა ადამიანს შეაშინებენ ჩვ საკუთარ სახლებშიც გავხსნით ოფისს”, – ამბობს ირაკლი მიქელაძე.

tvpirveli

მსგავსი სიახლეები