ტექინსპექტირების ფასი სავარაუდოდ 50% გაიზრდება!

ტექინსპექტირების ფასი სავარაუდოდ 50%-ით გაიზრდება.

ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირში ამბობენ, რომ 5 წლის წინ დაწესებული ტარიფით, მოქმედ კომპანიებს სერვისცენტრების გადაიარაღება და კადრების შენარჩუნება უჭირთ.

ფასის ზრდაზე კი მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დაწყებულია.

 

მსგავსი სიახლეები