რომელ მარშრუტებზე იმოძრავებს 15 აპრილიდან ახალი მიკროვატობუსები და ავტობუსები

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, 15 აპ­რი­ლი­დან დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ახა­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­მა­ტე­ბუ­ლი მგზავ­რთნა­კა­დე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ავ­ტო­ბუ­სის შვი­დი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ათი ახა­ლი მარ­შრუ­ტის ამოქ­მე­დე­ბა.

„კერ­ძოდ, N298 ავ­ტო­ბუ­სი – უზ­რუნ­ველ­ყოფს მეტ­რო­სად­გურ „სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან“ ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩის გავ­ლით, ყაზ­ბე­გი­სა და პე­კი­ნის გამ­ზი­რე­ბის კავ­შირს, ასე­ვე, მგზავ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას სად­გუ­რის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით; N299 ავ­ტო­ბუ­სი – უზ­რუნ­ველ­ყოფს მგზავ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას მეტ­რო­სად­გურ „დი­დუ­ბის“ ქვე­და გა­სას­ვლე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან დიღ­მის მა­სი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩის­კენ); N300 ავ­ტო­ბუ­სი – და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი­დან სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

N303 ავ­ტო­ბუ­სი – მგზავ­რებს მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თი­ლი­დან“ ილია სუ­ხიშ­ვი­ლი­სა და სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა; N366 ავ­ტო­ბუ­სი – სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლებს N420 მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს და უზ­რუნ­ველ­ყოფს გი­ორ­გი აბაშ­ვი­ლის, ზაზა ფა­ნას­კერ­ტელ-ცი­ციშ­ვი­ლის, თრი­ა­ლე­თი­სა და კა­ლო­უბ­ნის ქუ­ჩე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას (მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თი­ლამ­დე“); N396 ავ­ტო­ბუ­სი – ჩა­ა­ნაც­ვლებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს – N408. იგი მეტ­რო­სად­გურ „ის­ნის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფს აე­რო­პორ­ტის, ალექ­სე­ევ­კის და­სახ­ლე­ბე­ბი­სა და მას­თან ერ­თად, კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნას; N399 ავ­ტო­ბუ­სი – ჩა­ა­ნაც­ვლებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს N537-ს და მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თი­ლი­დან“ „ლილო მო­ლის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოძ­რა­ვებს; ავ­ტო­ბუ­სე­ბის – N373 და N379 მარ­შრუ­ტებ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შემ­ცირ­დე­ბა მოც­დის ინ­ტერ­ვა­ლი.

ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­შრუ­ტე­ბის გარ­და, ამოქ­მედ­დე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის შემ­დე­გი ახა­ლი მარ­შრუ­ტე­ბი: N408 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გავ­ლით, უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­კა­ბა­ძი­სა და ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას; N420 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჭო­ვე­ლი­ძი­სა და ბე­ლინ­სკის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩე­ბის მცხოვ­რებ­ლებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა; N537 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – მეტ­რო­სად­გურ „დე­ლი­სი­დან“ უზ­რუნ­ველ­ყოფს ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს III და IV მიკ­რო­რა­ი­ო­ნე­ბის კავ­შირს, ასე­ვე, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ლეო და ნო­დარ გა­ბუ­ნი­ე­ბის ქუ­ჩებს; N549 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა წი­ნა­ნა­უ­რის, სა­ბა­ტო­ნოს, ცო­ლი­კა­უ­რის, ჟორ­და­ნი­ა­სა და დიდი ხე­ივ­ნის ქუ­ჩე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას; N552 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ლან­და­ძი­სა და თორ­თლა­ძის ქუ­ჩე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას და მგზავ­რებს მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ველ­თან“ და­ა­კავ­ში­რებს.

გარ­და ამი­სა, N553 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მეტ­რო­სად­გურ „ღრმა­ღე­ლემ­დე“ იმოძ­რა­ვებს გვა­ზა­უ­რის II შე­სახ­ვე­ვის, ზიგ­ზა­გის I და ბოგ­ვის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით; N554 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – უზ­რუნ­ველ­ყოფს თვა­ლჭ­რე­ლი­ძის ქუ­ჩი­სა და ამა­ვე ქუ­ჩის II შე­სახ­ვე­ვის, ასე­ვე, ბე­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მომ­სა­ხუ­რე­ბას და მე­სა­მე მა­სი­ვის გავ­ლით, მგზავ­რებს მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თილ­თან“ და­ა­კავ­ში­რებს; N555 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – უზ­რუნ­ველ­ყოფს მგზავ­რთა გა­და­ად­გი­ლე­ბას მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ვე­ლამ­დე“ შო­რაპ­ნის II ქუ­ჩის, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და დო­ლა­ბა­უ­რის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით; N556 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – მგზავ­რებს როს­ტო­ვის, ქინ­ქლა­ძის, ლა­რე­ხი­სა და ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბით რკი­ნიგ­ზის გა­და­სას­ვლელ ხიდ­თან და­ა­კავ­ში­რებს; N558 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – უზ­რუნ­ველ­ყოფს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მეტ­რო­სად­გურ „დე­ლი­სამ­დე“ ნუ­ცუ­ბი­ძის I მიკ­რო­რა­ი­ო­ნი­დან ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩის გავ­ლით.

მოც­დის ინ­ტერ­ვა­ლე­ბი შემ­ცირ­დე­ბა შემ­დეგ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ზე: N403, N423, N424, N425, N428, N429, N439, N444, N445, N456, N465, N480, N496, N500, N510, N511, N520, N521, N524 და N546.

N411 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მარ­შრუ­ტი და­მა­ტე­ბით, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ალექ­სან­დრე ბე­რი­ძის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბას; N419-ის მარ­შრუ­ტი წრი­უ­ლი იქ­ნე­ბა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სო­ფელ აგა­რა­კე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა; N422 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ნეს­ტან და­რე­ჯა­ნის ქუ­ჩი­დან სო­ფე­ლი დიღ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოძ­რა­ვებს; N427-ის მარ­შრუ­ტიც წრი­უ­ლი იქ­ნე­ბა და და­მა­ტე­ბით, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ია­კობ ცურ­ტა­ვე­ლი­სა და გი­ორ­გი გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩებს; მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი – N486 მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა გლ­და­ნის ხე­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას; N476 მარ­შრუ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სად­გუ­რის მო­ედ­ნი­დან მგზავ­რებს ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და მინ­დე­ლის ქუ­ჩე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მსგავსი სიახლეები