პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი:
„ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ცალსახადაა შეფასებული, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ხოლო მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, დაზიანდნენ ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტმა შეასრულა თავისი ფუნქცია-მოვალეობა, პოლიციამ შეასრულა წესრიგისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაცვის ვალდებულება. ამ ანგარიშით საბოლოოდ დაესვა წერტილი 20 ივნისით მანიპულაციებს გიორგი გახარიას მიმართ.”