სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის #CDMC-ს თანამშრომლებმა და კოჯორში კურსანტების ქუჩაზე მაცხოვრებელმა სოც დაუცველმა 14 ოჯახმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთნ საპროტესტო აქცია გამართეს.
საქმე ეხება 3 ოქტობერს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილის მიერ (რომელსაც ლევან მურუსიძესთან ნათელმირონობა აკავშირებს) 2 პროცესში გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებას, სადაც დაუყოვნებლივი გამოსახლება დაადგინა, ფიქტიური კომპანია “ტაბახმელა ვილიჯის” სასარგებლოდ, რომლის უკანაც, CDMC -ის წარმომადგენლების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე დგანან.
შეგახსენებთ, რომ ტერიტორია შეადგენს 19.000 კვადრატულ მეტრს და ის ფიქტიურმა შპს “ტაბახემელა ვილიჯმა” კვადრატული მეტრი სულ რაღაც 19$ -ად შეიძინა, როცა კოჯორში მიწის ფასი სულ მცირე 110 $-ს შეადგენს. სოც.დაუცველი მოსახლეობა იმ ტერიტორიაზე 22 წელია ცხოვრობენ და რაც მთავარია ისინი მაშინდელმა გამგეობამ შეასახლა იქ სადაც დღესდღეისობით არიან.
ასევე CDMC-ს ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე აცხადებს, რომ ტერიტორია რომელზეც ეს დავა მიმდინარეობს, თავის დროზეც უკანონოდაა გასხვისებული და მათ ამის თაობაზე პროკურატურაშიც აქვთ განცხადება შეტანილი საქმის მოკვლევასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით პროკურატურიდან პასუხი არ მიუღიათ.