ვიდეო – “ოცნების” ინტერნეტ მედია, ვის რა სტატიას უკვთავენ ადამიანების გასაშავებლად “სერია-1”

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თეა წულუკიანის პირად ცხოვრებაზე სტატიებს უკვეთავდა.  “ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს, “ქართული ოცნების” ერთდროულრად სამმა ყოფილმა წევრმა დაუდასტურა ინფორმაცია, რომ გელა ზედელაშვილი იყო ადამიანი, ვინც პრემიერ ღარიბაშვილის დაკავებით 2013 -2014 წლებში “ქართული ოცნების” მინისტრების პირადი ცხოვრების დეტალებზე შეურაცხმყოფელ სტატიებს წერდა. 

8 წლის დუმილის შემდეგ, მმართველი პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნებული სტატია, სადაც ​​​​​​ავტორი იუსტიციის მაშინდელი მინისტრის პირად ცხოვრებაზე წერდა, შეკვეთილი იყო, დამკვეთი კი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ.

“შაბათის ეთერმა” გაარკვია სქემაც როგორ მიდიოდა პრემიერის დავალება კონტროლირებად “ჟურნალისტებამდე” მიჰქონდა.

ამის გარდა, ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წულუკიანს იუსტიციის მინისტრობის დროს, მინისტრის წინააღმდეგ ბუნტსაც კი უკვეთავდა, რომლებიც იუსტიციის მინისტრის დამხობას ცდილობდნენ.

ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება

 

მსგავსი სიახლეები