გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაშიც

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ამასთან, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაშიც.

ოჯახის ინფორმაციით, თავად მახარაძე სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე წაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მუშაობენ.

შსს-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

guriaTV

მსგავსი სიახლეები