საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა – რა ხდება კლინიკებში

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი საგრძნობლად შემცირებულია. სპეციალისტების თქმით, ვაქცინაციის პროცესი კლინიკებში ფაქტობრივად შეჩერებულია.

მედიკოსები აცრის გასაკეთებლად მოქალაქეებს მთელი დღეების განმავლობაში უშედეგოდ ელოდებიან. სპეციალურ ცენტრებში ვაქცინაციისთვის მხოლოდ ის მოქალაქეები მიდიან, ვისაც მეორე დოზა აქვს გასაკეთებელი.

მომართვიანობა ძალიან მცირეა, რაოდენობის შემცირება საგრძნობია, ეს უბრალოდ შემცირება არ არის, ეს შემცირება არ არის ეს ფაქტობრივად შეჩერებაა ვაქცინაციის”, – ამბობს ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი.

იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, აუცილებელია ვაქცინაციის კამპანიისთვის სასწრაფო ზომების მიღება მოსახლეობის მერყევი ნაწილისთვის.

მოსახლეობის დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც დღეს შეგვიძლია განვიხილოთ ხელისშემშლელ ფაქტორად ვაქცინაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის. თუ ამ კვირის განმავლობაში არ მივიღეთ 22-23 ათასი ვაქცინირებული ყოველდღიურად მაშინ სასწრაფოდ იქნება გადასაწყვეტი ღონისძიებების პაკეტი, რომელიც არის მიმართული კამპანიის წარმოებისთვის”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ბოლო 24 საათში 15 096 აცრა ჩატრადა. სრულად ვაქცინირებულია  1 671  295 პირი. სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახელობის მხოლოდ 24.8%-ია.

 

tvpirveli.ge

მსგავსი სიახლეები