გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს.
ვაშინგტონში #საქართველოსთვის
პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრ კახაბერ ქემოკლიძეს და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მრჩეველს ლევან დოლიძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები ექნებათ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.