აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა აცხადებს, რომ უკრაინაში უკვე გააგზავნა Bradley-ის ტიპის 60 ჯავშანტრანსპორტიორი.
როგორც უწყება წერს, საბრძოლო მანქანები აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში გაიგზავნა. პაკეტის საერთო ღირებულება $2.85 მილიარდია.
Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანების გარდა, სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს ამუნიციას, ჭურვებსა და ჯავშანტრანსპორტიორ Stryker-ებს.
„Bradley მძლავრი ჯავშანტრანსპორტია, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწვდით უკრაინელებს. იმედია, ეს გააძლიერებს ბრძოლის ველზე წინსვლისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას,“ — ამბობს აშშ-ს საჰაერო ძალების გენერალი ჟაკლინ ვან ოვოსტი.