“ხმა არ მომეცით, ამას არავის ვაპატიებ” – იოსებ ხახალეიშვილის საიდუმლო თათბირი მერიაში

ქუთაისის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საჯარო მოხელეებს აშინებს.

სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა კანონდარღვევით საკრებულოს დარბაზში თათბირი გამართა და თანამშრომლებს უთხრა, რომ მას არჩევნებში ხმა თანამშრომელებმა არ მისცეს, რასაც მერად არჩევის შემდეგ გაითვალისწინებს.

“პარტია შემოხაზეთ და მე არა, გუნდმა მიღალატეთ, აუცილებლად გავითვალისწინებ”, – მიმართა ხახალეიშვილმა თანამშრომლებს თათბირზე.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, პირველ ტურზე კი ხმების უმრავლესობა ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მიიღო.

 

infoimereti.ge

მსგავსი სიახლეები