ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

ვლადიმერ პუტინის დავალებით, ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ დღის წესრიგში შეიტანეს ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სანქციების გამო ეს საკითხი მეტ აქტუალობას იძენს.

“სანქციების გამო რუსეთს ახალი გამოწვევები აქვს, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება საკითხი, მოიძებნოს საშუალებები ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტების დალაგებისთვის. ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოს საზღვართან თავის ტერიტორიაზე სასაზღვრო გადასასვლელის მოწყობაზე. ეს კითხვა ვლადიმერ პუტინს დიდ პრესკონფერენციაზეც დაუსვეს. მან თქვა, რომ ეს კარგი იდეაა.

ჩეჩნეთ-საქართველოს გზას აქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისთვის. ის უზრუნველყოფს გასასვლელს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და ირანში, რომლებსაც აქვთ კარგად განვითარებული საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო კომუნიკაციები აქვთ.  ჩვენი სახელმწიფოს რთული მდგომარეობის გათვალისწინებით ამ საკითხს უფრო მეტი აქტუალობა აქვს. სასურველია, რომ უშიშროების საბჭომ განიხილოს ეს საკითხი”, – თქვა ჩეჩნეთის წარმომადგენელმა.

სხდომაზე მსჯელობა ისე დასრულდა, რომ საქართველოს პოზიციაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა, თუმცა პეტრუშევმა აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფოს მეთაურისგან თანხმობას მიიღებენ, გადაწყვეტილების პროექტიც დამტკიცდება – “რომ რასაც შევიმუშავებთ, შესრულდეს”.

mtavari.tv

მსგავსი სიახლეები