ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ღარიბაშვილთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ.

“დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იხსნება, მე დაჟინებით მოვუწოდებ ევროპელ კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი — მესამე პრეზიდენტის, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე”, — წერს ტუსკი.

 

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექსვე სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები