საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტების განხილვას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ პოსტში ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

როგორც შოთა არველაძე აღნიშნავს, არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს.

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ.

დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

#სიმართლისდროა! #არაგასაბჭოებას!

 

მსგავსი სიახლეები