სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
“ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის და ცვლილებების პირობებში, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია სხვა ტალღაც იყოს. ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მზად. ჯერჯერობით, რთულია ამაზე საუბარი. ეს არ იქნება მოკლე მომავალში მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას.” – აცხადებს გაბუნია.