ხარკოვსა და თბილისში ლუგარის ცენტრებში ღამურებიდან ადამიანზე დაავადებების გადაცემის გზებს სწავლობდნენ, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა.
მისი მტკიცებით, ამის შესახებ იმ დოკუმენტების ანალიზიდან გახდა ცნობილი, რომელიც რუსებს ჩაუვარდათ და რომლებიც უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობებს შეეხება.
მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოში ამ პროგრამის განხორციელებისთვის პენტაგონის დანახარჯი, ჯამურად, 1,6 მილიონ დოლარს შეადგებს, რომლის უმეტესი ნაწილი უკრაინამ, როგორც მთავარმა შემსრულებელმა, მიიღო.
წყარო: kvira.ge