როგორ უნდა გაასუფთავოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? – 8 მეთოდი

სახლი უნდა იყოს სიმშვიდის, რელაქსაციის ადგილი, ადგილი სადაც განტვირთვას შეძლებთ, ის სავსე უნდა იყოს პოზიტიური ენერგიით, რომელიც დეპრესიისგან, სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

დროთა განმავლობაში სახლში გროვდება უარყოფითი ენერგია და საჭიროა მისი გაწმენდა.

ვნახოთ 2 მთავარი ნიშანი იმისა, რომ სახლი ნეგატიური ენერგიითაა სავსე:

1. თუ მუდამ კონფლიქტია – როცა სახლი ნეგატიური აურითაა სავსე, ეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ურთიერთობებზე და ასეთ სახლში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან დაუსრულებელი კონფლიქტში არიან.

2. გამუდმებული წუწუნი, ყვირილი და სიბრაზე – თუ ხედავთ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მუდამ წუწუნებთ, სიბრაზით ხართ სავსე, ეს მიუთითებს, რომ თქვენი სახლი უარყოფითი ენერგიითაა დატვირთული.

როგორ უნდა გაასუფთავოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? - 8 მეთოდი

ასეთ დროს სახლის გაწმენდა ნეგატიური ვიბრაციებისგან და მათი დადებითი მუხტით ჩანაცვლება უმნიშვნელოვანესია. ვნახოთ 8 ყველაზე მარტივი გზა უარყოფითი აურის მოსაშორებლად:

1. იყავით მადლიერები სამყაროსა და ადამიანების მიმართ – მადლიერებას მოაქვს ადამიანებისთვის ბედნიერება და როცა მადლიერებას გამოხატავთ, ახალ შესაძლებლობებს კარს უხსნით. ჩამოწერეთ ნუსხა იმ ყველაფრის გამო რისთვისაც მადლიერები ხართ, ნახავთ, რომ აივსებით პოზიტივით, იმედით, ახალი ძალით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დღეებში, როცა თავს ცუდად გრძნობთ.

როგორ უნდა გაასუფთავოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? - 8 მეთოდი

2. დაკავდით ისეთი საქმეებით, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ და ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ – შესაძლოა ეს იყოს მეგობრებთან ერთად, რომანტიკულ პარტნიორთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება, წიგნის კითხვა, ფილმის ყურება, მუსიკის მოსმენა და ა.შ. მთავარია დაკავდეთ იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

3. მოიშორეთ ყველაფერი, რაც ცუდს გახსენებთ და ნეგატივით გავსებთ – ბევრი ჩვენგანი ვინახავთ ნივთებს წარსულიდან – ფოტოებს, რაიმე ნივთებს, საჩუქრებს და გრძნობებსაც. მაგრამ თუ შეინახავთ ისეთ რაღაცებს, რაც ბედნიერებას წაგართმევთ და დაგირღვევთ სიმყუდროვის განცდას, მშვიდად ცხოვრებაში ხელს შეგიშლით, სჯობს მათზე უარი თქვათ და თავიდან მოიშოროთ. დაიტოვეთ მხოლოდ ის ნივთები, ის გრძნობები, რომლებიც პოზიტივით გავსებენ.

როგორ უნდა გაასუფთავოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? - 8 მეთოდი

4. გამოსაჩენ ადგილას დააწყვეთ ის ნივთები და ფოტოები, რომლებიც კარგ დროს, ბედნიერ წუთებს გახსენებენ – როცა დადებითი მომენტები გახსენდებათ ცხოვრებიდან, ეს პოზიტივით გავსებთ და სახლიც დადებითი ენერგით ივსება.

როგორ უნდა გაასუფთავოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? - 8 მეთოდი

5. ყოველ დღე წარმოთქვით პოზიტივით, იმედით სავსე წინადადებები – მაგალითად: „მე ძლიერი და ჭკვიანი ვარ და შევძლებ ვიყო წარმატებული, მივიღო ის, რაც მინდა“. მსგავსი აფირმაციები თქვენს სახლს პოზიტიური ვიბრაციებით აავსებს, იგრძნობთ თავდაჯერებულობას და უფრო მოტივირებულები იქნებით.

6. დაკავდით მედიტაციით – შედეგად გარშემო სიმშვიდე იქნება, აივსებით დადებითი ენერგიით, რომელსაც მთელ სახლზე გადაანაწილებთ. გაქრება თქვენი სიბრაზე და სტრესი, შფოთვა და დეპრესია. ყოველ დღე 15 წუთით დაკავდით მედიტაციით საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

როგორ უნდა გაასუფთავოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? - 8 მეთოდი

7. სახლში უნდა გქონდეთ რაც შეიძლება მეტი მცენარე – ოთახის მცენარეებს უნიკალური ძალა აქვთ ნეგატივისგან სახლის გაწმენდის. გარდა ამისა, ისინი სუფთა ჰაერით ავსებენ სახლს.

8. ნეგატივისგან სახლს კრისტალების საშუალებით გაწმენდთ – განსაკუთრებით კარგია ვარდისფერი კვარცი. ის შთანთქავს უარყოფით ვიბრაციებს და სახლს ნათელი, დადებითი აურით ავსებს.

როგორ უნდა გაასუფთავოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? - 8 მეთოდი

 

წყარო: FREND.GE

მსგავსი სიახლეები