დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 626 343 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 194 449 ადამიანი.
გარდა ამისა, 7 აგვისტოს ქვეყანაში დღიურად აიცრა – 19 355 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში იმუნიზაცია მიმდინარეობს 4 ვაქცინით: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.