რა ნიშნები ახასიათებს ე.წ. ინდურ შტამს (დელტას)
რა ნიშნები ახასიათებს ე.წ. ინდურ შტამს.
როგორც მედიკოსები ამბობენ, COVID-19-ის ე.წ. ინდურ შტამს (დელტას), წინამორბედისგან განსხვავებით, ის ასაკდამოკიდებული არ არის და ახალგაზრდებიც ინფიცირდებიან. ე.წ. ინდურ შტამს გადამდებობაც მეტი გააჩნია. ლევან რატიანის განცხადებით, COVID-19-ის კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით, “დელტა” შტამის სიმპტომები პირველივე დღიდან ვლინდება, რაც ხშირ შემთხვევაში ჰექტიური ცხელებით, 38 და მეტი ტემპერატურით გამოიხატება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამს.
მედიკოსების რჩევა:
ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის მქონე პირმა, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს და/ან განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია.