“ნაციონალობისთვის აქვს აღებული 100 ათასი დოლარი” – კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, გუბაზ სანიკიძეს “გაყიდული” ამჯერად ირაკლი კობახიძემ უწოდა. პრემიერის ინტერპელაციის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, კობახიძემ დაადასტურა, რომ გუბაზ სანიკიძე მიდიოდა, როცა მისდევდნენ დასარტყამად და თქვა:

“სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა პარლამენტის შენობიდან გუბაზ სანიკიძეს. ეს იყო სათანადო პასუხი იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა.

რაც შეეხება 100 ათას დოლარს, ყველამ იცის ვინც საქმეშია ჩახედული, რომ მას ნაციონალობისთვის აქვს აღებული 100 ათასი დოლარი. მილიონი ვერ იშოვა, მაგრამ იშოვა 100 ათასი დოლარი”.

 

მსგავსი სიახლეები