მოქალაქეებს, რომელთაც “ფაიზერით” აცრაზე ჯავაშნი ჰქონდათ, კლინიკის სიებში არ აღმოჩნდნენ და აცრაზე უარი უთხრეს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრისთვის მისული ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მივიდა აცრისთის განკუთვნილ დროს, მიიტანა ჯავშნის კოდი, თუმცა უარი უთხრეს.
“დავრეგისტრირდი აცრაზე, ფაიზერზე, მივიღე ჯავშნის კოდი, მოვედი უნდა გამეკეთებინა 10-ის ნახევარზე ჩემი კუთვნილი აცრა. იმის ნაცვლად, რომ აცრა გაეკეთებინათ, მითხრეს, რომ ჩემი ჯავშნის კოდით მე აქ დარეგისტრირებული არ ვარ, არც სიაში არ ვარ. ჯანდაცვის სამინისტროში მეუბნებიან, რომ აქ უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, თუმცა წარმომადგენელი აქ არ არის“, – ამბობს “რუსთავი 2”-თან საუბრისას რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრისთვის მისული ერთ-ერთი მოქალაქე.
ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 9 ათასი ადამიანი აიცრა, მიზანი კი დღეში 20-25 ათასი მოქალაქის ვაქცინაციაა.