ლარი ასე ივლის იქით-აქეთ, ცოტა მაღლა, ცოტა დაბლა, სანამ არ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ხელისუფლების ერთადერთი მიზანი დღეს არის, როგორმე მივიდეს არჩევნებამდე. როგორმე ლარი არ გაუფასურდეს ისე, რომ ამან ამომრჩეველზე მოახდინოს გავლენა. ყოველთვის, წინა საარჩევნო პერიოდში ხელისუფლება და მათ შორის, ეროვნული ბანკი ემსახურებოდა ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს და იჭერდა, როგორც იტყვიან, კბილებით ლარს, ახორციელებდა ინტერვენციებს. ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ლარი ასე ივლის იქით-აქეთ, ცოტა მაღლა, ცოტა დაბლა, სანამ არ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები”, – განაცხადა მან.