ვიდეო – კალაძის მიერ დაფინანსებული მოძალადე “ტიტუშკები”

ვინ აფინანსებს მოძალადეებს – კვალი თბილისის მერიისკენ მიდის

 

 

ვინ აფინანსებს მოძალადეებს – “ნოდარ მელაძის შაბათის” ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ  ე.წ. ტიტუშკებს, რომლებიც სტუდენტებს სცემენ, ფულს თბილისის მერიიდან აძლევენ.

ასე მაგალითად:

  • 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა “ქართულმა ოცნებამ”, ირაკლი კობახიძის ლექციაზე მისული რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს ზონდერები დაახვედრა, კადრებში ჩანს გიორგი პაპიძე, რომელიც თავდამსხმელთა ბანდას ხელმძღვანელობს.
  • ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ აპრილსა და მაისში ამ უკანასკნელმა ხელფასიც ერთ თვეში ორჯერ აიღო – აპრილის ჩარიცხვების მიხედვით, მას ჯერ 1323, მეორედ კი 592 ლარი ჩაერიცხა.
  • გიორგი პაპიძეს ფულს კალაძე უხდის – ახალგაზრდული ცენტრი თბილისის მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ არის დაფუძნებული. ეს სამსახური უხდის სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასაც, სადაც ასევე პაპიძის გვარი გვხვდება.
  • საკრებულოს დეპუტატს აქვს ინფორმაცია, რომ 31 მაისის ღამეს, ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის საქმეშიც, გიორგი პაპიძე ფიგურირებდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მან გადაიღო, თავდასხმის ადგილიდან გავრცელებული ვიდეომასალაც, რომელიც მაშინვე სახელისუფლებო მედიას მიაწოდა.

“შაბათის ეთერის” რეპორტაჟი მხოლოდ გიორგი პაპიძესა და მერიის მიერ დაფინანსებულ ერთ მოძალადეს არ ეხება:
მხოლოდ 2024 წელს, ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობისთვის მერია –  3 339 800 ლარს,
სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობისთვის – 7 395 000-ს თბილისის ახალგაზრდული ცენტრისთვის კი – 1 189 200 ლარს ხარჯავს. საუბარია ჯამში 12 მილიონამდე ლარზე.
 გიორგი პაპიძე მარტო არ არის. მისი დაჯგუფების თითქმის ყველა წევრი, ვისი ამოცნობაც აქტივისტებმა და მედიამ შეძლო, მერიიდან ფინანსდება.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებული თავადასხმის კადრებში ალექსანდრე მუკათარიძის სახე კარგად ჩანს. 33 წლის ალექსანდრე მუკათარიძე მერიის ფულით დაფინანსებულ 2 ორგანიზაციაში ირიცხება:

  • ხელფასს იღებს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციაში და პარალელურად, არის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეც. ამ უკანასკნელს, მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში, კალაძემ, თბილისის მერიიდან 315 090 ლარი მისცა.

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს  მერაბ საბანიძე – ის ერთ-ერთი იყო 18 მაისს, კობახიძის სიმშვიდის მცველთა რიგებში.

  • საბანიძე სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელია. ერთ თვეში ორი ხელფასი მასაც გამოუწერეს – ჯერ 1499 ლარი და მეორედ 1043.

შემდეგ მოდის გიორგი ბარბაქაძე ის 2 წლის წინ, როცა სტუდენტებს მაღლივ კორპუსთან ახრჩობდა, სუპერმარკეტების ქსელ 2 ნაბიჯში მუშაობდა. ახლა კი ხელფასს, თბილისის მერიის დაფუძნებულ და დაფინანსებულ, სპორტისა და ახალგაზრდულ ცენტრში იღებს.

თორნიკე კაპანაძის გვარს ფეითბოლის ფედერაციაში ვაწყდებით.

სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციაში ირიცხება და ხელფასს იღებს, ძალადობის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, ალექსანდრე მუკათარიძეც.

იდენთიფიცირებულია კიდევ ერთი პირი – ის ნიკოლოზ გაბელიაა – ამ შემთხვევაში რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ბულინგი და მერიისგან, 82 ათასიანი დაფინანსების მიღება, ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა. წელს დაფუძნებულმა ,,ურბანული სპორტის ფედერაციამ’’ აპრილში, როცა ქვეყანაში პროტესტის პიკი იყო, ახალ ორგანიზაციას, არცთუ ისე ცოტა ფული უყოყმანოდ მისცა. ხელისუფლების და რუსული კანონის მომხრეს, მერიისგან მიღებული 82 212 ლარით, 20 და 21 აპრილს, დედაენის ბაღში, ურბანფესტი უნდა მოეწყო.

  • გაბელიას პარტნიორი ურბან ფესტში, ცალკე კულტურის ცენტრსაც ფლობს. კულტურის ცენტრიც თავის მხრივ მერიისგან, დაფინანსებას ცალკე იღებს.  დავით ფუტურიძის დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, კალაძემ 98 755 ლარი მისცა.

თბილისის მერის მაქებართა რიგებში აღმოვაჩინეთ დავით ფუტურიძე  ეს უკანასკნელი 2012 წელს მისტერ ვალენტინი გახდა და საზოგადოებამ პირველად ასე გაიცნო.  შემდეგ იყო კალაძის მხარდამჭერი ვიდეო-რგოლი.

ეს ყველაფერი არ არის “შაბათის ეთერის” გამოძიებით დგინდება რომ რეკორდსმენი მერიიდან ყველაზე  მეტი ფულის წაღებაში, მაინც მასტერ ლიგაა. ორგანიზაცია 7/7-ზეც კახი კალაძის მეგობარს ეკუთვნის. საუბარია 754 201 ლარზე.

მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში გვხვდება შალვა მესხის სახელი და გვარი – ის თან კულტურის სამინისტროში მუშაობს და თან თბილისის მერიის დაფუძნებული განათლების საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელიცაა. ამას გარდა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 203 525 ლარს იღებს, კიდევ ერთ პოზიციაზე, მარტში, პრემიერის ბრძანებით დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები