ვიდეო: ვისი დავალებით იღებდნენ გორელი პოლიციელები ახალგაზრდას ცემის კადრებს

სკანდალური ვიდეო: ვისი დავალებით იღებდნენ გორელი ახალგაზრდას ცემის და ღირსების შემლახავ კადრებს პოლიციელები

 

გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების სასტიკად ცემის საქმის უცნობი დეტალები – რისთვის და ვისი დავალებით იღებდნენ პაპუნა ლოცულაშვილის ცემის და ღირსების შემლახავ კადრებს პოლიციელები?

ადგილზე გადაღებული კადრებიდან ირკვევა, რომ ცემის შემდეგ, ბანკის 29 წლის თანამშრომელს პოლიციელები მობილურით უღებენ, რის შემდეგაც ლოცულაშვილს ერთ-ერთი პოლიციელი პანჩურს ურტყამს.

რა მოხდა 27 მაისს?

27 მაისს, გორში ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ძველი პოლიციის შენობაში, სადაც პირველ სართულზე ლაშა აბისონაშვილის ოჯახს ხის საამქრო აქვს გახსნილი,  მისი მეგობარი 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილი  შესვენებაზე მივიდა. საამქრო ლოცულაშვილმა 30 წუთში დატოვა  და უკან “საქართველოს ბანკში” ბრუნდებოდა. ლაშა აბისონაშვილი [პოლიციელების მიედრ ნაცემი კიდევ ერთი მოქალაქე] ყვება, რომ საამქროდან გასვლისას მეგობარი, პაპუნა ლოცულაშვილი, “შკოდას” მარკის თეთრი ავტომობილი და სამი პოლიციელი  დახვდა. აბისონაშვილის თქმით, პაპუნა ლოცულაშვილმა უთხრა, რომ სამართალდამცავები მისთვის ავტომობილის შეჯახებას ცდილობდნენ, როცა შენიშვნა მისცა, ოპლიციელებმა ეს იუკადრისეს, რასაც ბანკის თანამშრომელზე პირველი ანგარიშსწორება მოჰყვა.

ძალადობის პირველი ეპიზოდი

  • 27 მაისს, კომბინატის დასახლებაში, 13 საათსა და 43 წუთზე კონფლიქტის დაწყების დროს რომ ადგილზე ნამდვილად სამი პოლიციელი იმყოფებოდა, ჩვენს “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ფოტოეშიც. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სწორედ ამ დროს იწყებს სამი პოლიციელი  პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობს. ფოტო მასალაში ჩანს რომ ბანკის თანამშრომელი მიწაზე დააგდეს.
  • მოპოვებული  მტკიცებულებებიდან რჩება ვარაუდი, რომ  პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობის პარალელურად ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა სამმართველოში ზემდგომებთან დარეკა  და ადგილზე დამატებითი ძალები გამოიძახა. ამ ზარიდან რამდენიმე  წუთში კადრში კრიმინალური პოლიციის ათამდე თანამშრომელი საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად ჩნდება.  პაპუნა ლოცულაშვილი ამ დროს მიწაზე 4 პოლიციელს უკვე  შებოჭილი და ნაცემი  ჰყავს. ბანკის თანამშრომელი ითხოვს შველას. ვითარებაში გარკვევის ნაცვლად კი  ადგილზე მისული სამართალდამცავები უკვე ნაცემი ბიჭისცემას ჯგუფურად  და გამეტებით იწყებენ. პაპუნა ლოცუაშივლის წამების და არაადამიანური მოპყრობის პარალელურად მოულოდნელად  საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილზე ამჩნევს ლაშა აბისონაშვილსაც. პოლიციელები იწყებენ ხელოსნის გინებას, ჯგუფურ ცემას და ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებენ.

ძალადობის მეორე ეპიზოდი

ოქროს მოწმე, ხის ხელოსანი პოლიციამ ცემა და ტერიტორია დაატოვებინა, თუმცა პაპუნა ლოცულაშივლზე ე.წ. კომბინატის დასახლებაში სასტიკი ძალადობის კიდევ არაერთი სერია გაგრძელდა. ამ დროს სამართალდამცავებმა არ იციან, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს შენობის მეორე სართულიდან  კამერები იღებენ:

  • კადრებში ჩანს, რომ ერთ-ედრთი პოლიციელი თავად იღებს დანაშაულის ამსახველ ვიდედო მასალას, როგორ სცემენ ახალგაზრდა კაცს. კადრებით დასტურდება, რომ პაპუნა ლოცულიშვილი პოლიციელების ალყაში დგას და ხელები ზურგს უკან აქვს, ამ დროს ერთ-ერთ პოლიციელი პანღურს ურტყამს, მსხვერპლის მყისიერი რეაგირების შემდეგ, კი იწყება ჯგუფური თავდასხმის ეპიზოდი.

ძალადობის მესამე ეპიზოდი

უფრო მძიმე დანაშაულის შემადგენლობა იკვეთებაკიდევ ერთ ეპიზოდში – პაპუნა ლოცუაშვილს უკვე ხელბორკილები უკეთია. 29 წლის ბიჭს, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი და აღარც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია, 15-მდე პოლიციელი ძირს აგდებს  და წიხლებით გამეტებით სცემს. პოლიციელების განსაკუთრებულ სისასტიკის პაპუნა ლოცულაშივლის დაზიანებებიც ადასტურებს. „შაბათის  ეთერის“  მიერ მოპოვებულ ფოტო მასალაში ჩანს რომ მას  არაერთი დაზიანება აქვს სახისა და თავის არეში. მოტეხილი აქვს ხელი და ნეკნები.

6 დაკავებული

  • სისტემამ საბოლოოდ აღიარა, რომ პოლიციამ დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მოძალადე პოლიციელებს არა წამების და არაადამიანური მოპყრობის მძიმე მუხლებით, არამედ ძალადობის  6 წლიანი მუხლით ასამართლებენ. მოძალადე პოლიციელები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა წინასწარ პატირობაში გაუშვა.  ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.

ჩხრეკა ლოცუაშვილის სახლში ერთი წლის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, პაპუნა ლოცულაშივლზე ძალადობა ერთ-ერთი სამართალდამცველის მიერ იყოს პროვოცირებული იყო.  მიზეზად კი ავტომობილების ქვეყნაში შემოყვანის გამო წლების წინ მათ შორის მომხდარი გაუგებრობა სახელდება.

გორში ამბობენ, რომ პოლიციასთან უთანხმოების შემდეგ, ერთი წლის წინ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. სამართალდამცავები მაშინ იარაღს ეძებდნენ, თუმცა ოჯახის თქმით, მაშინ უწყებამ ვერაფერი იპოვეს.

პოლიციამ ახალგაზრდა ჩაქოლა – მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

 

წყარო: ტვ პირველი

მსგავსი სიახლეები