ასაცრელად მისულ მოქალაქეებს ვაქცინა არ დახვდათ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასტრაზენეკას განმეორებით ვაქცინაციისთვის მისულ მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინა არ დახვდათ, რასაც ხმაური მოჰყვა.

იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც ვაქცინა გორიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოიტანეს.

მომხდარის გამო ჯანდაცვის მინისტრმა დრეს ბოდიში მოიხადა, მინისტრის მოადგილემ კი ყველაფერი ლოჯისტიკურ პრობლემებს დაუკავშირა.

რაც შეეხება ამირან გამყრელიძეს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებელია ყველა. მისივე თქმით, შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული შეფერხებები:

“ჩვენ ხვალისთვის ველოდებოდით „ასტრაზენეკას” ვაქცინას და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული იმ დოზების, რაოდენობის შემოსვლა, რომელიც ხვალ უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული შეფერხებები. მაგრამ, ეს არ მოქმედებს სამედიცინო დახმარების ხარისხზე” – ამბობს გამყრელიძე

 

წყარო: გურიაtv

მსგავსი სიახლეები