არ გაბედოთ პროტესტის გამო, ვინმე გაათავისუფლოთ სამსახურიდან

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC) თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლების გაფიცვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

პირველ რიგში მხარდაჭერას ვუცხადებთ „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს. ეს ადამიანები დაუღალავად შრომობენ ქალაქის სისუფთავის შესანარჩუნებლად და მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვიცით თუ რა რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და რამდენია მათი ანაზღაურება, მაშინ როდესაც „თბილსერვის ჯგუფის“ ზოგიერთი ხელმძღვანელი კორუფციასა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვაშია გარეული.

უკვე გაიჟღერა აზრმა, თითქოს და თანამშრომლების გაფიცვა მართული პროცესია და ამ ამბის უკან სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის მქონე პირები დგანან. გვინდა მივმართოთ თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ქალაქის მერიას და ყველა პასუხისმგებელ პირს – არ გაბედოთ და ხელი რიგით თანამშრომლებს არ შეაწმინდოთ, არავინ არ გაათავისუფლოთ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავიანთი გულის ტკივილი გამოთქვეს; უფრო მეტიც, გაითვალისწინეთ მათი თხოვნა და გაუფრთხილდით მათ. ჩვენ, „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ პირადად დავიცავთ და დავუდგებით გვერდით „თბილსერვის ჯგუფის“ ნებისმიერ თანამშრომელს, მათ შორის მათ ვინც პროტესტის გამოხატვის გამო დისკრიმინაციისა და არასამართლიანი მობყრობის მსხვერპლი გახდება.

ვართ საკმარისად კარგად იმფორმირებულები, თუ რა ხდება „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობაში. ვინ არიან და რატომ არიან;  მათი საქმეები, რომ „თაროზეა“ შემოდებული ესეც კარგად ვიცით!

მსგავსი სიახლეები