პარტია “დროას” წევრებმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარტიის წევრებმა სამინისტროსთან საბავშვო საკვები მიიტანეს.
“გუშინწინ გავრცელდა კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა ასეთი სახის [საბავშვო ფაფები] რაღაცას, რომელზეც ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო საჭმელი. ეს არ არის საჭმელი, ეს არის უბრალოდ საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს და როცა ადამიანი შიმშილობს, ექიმის რჩევით გული რომ არ წასვლოდა, არ მომკვდარიყო და ა.შ. შესთავაზეს ეს. მერე რაც შესთავაზეს, იმის ჭამის დროს გადაუღეს. გაუვრცელეს დაკნინების, მიწასთან გასწორების მიზნით. მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ყველამ კარგად იცის რაც არის ეს”, — განაცხადა “დროას” ერთ-ერთმა წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ.
პარტიის წევრები იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს მიმართავენ, რომ მიიღონ მხოლოდ აღნიშნული საკვები “როგორ იგრძნობენ ერთი კვირის შემდეგ თავს”.