მმართველი პარტია როცა შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში, რეგიონული ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ პარტია „საქართველოს“ დღეს ჰყავს ყველაზე განათლებული, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ეს ადამიანები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ყველანაირი შიშის გარეშე, პირველად სხდებიან ეთერებში, დებატებში გამოცდილ პოლიტიკოსებთან და იგებენ ამ დებატებს. უფრო მეტიც, იწვევენ მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც. ნუ ღელავთ, ახალ ოფისს ავიღებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.