თბილისში ახალი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა – ლისი-მუხათწყაროს გზა გადაკეტეს
“დილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე გააქტიურდა მეწყრული პროცესები”.- მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, დავით ნოზაძის თქმით, მეწყრული პროცესები დღეს დილიდან გააქტიურდა ლისი-მუხათწყაროს ტერიტორიაზეც, რის გამოც გზა გადაკეტეს.
ამასთან ერთად, ადგილზე მიიტანეს ბეტონის ჯებირები და მობილიზებულია პოლიციაც, გუბერნატორის თქმით, გეოლოგების დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.
“აქ იყვნენ სამშენებლო კომპანიიდანაც, რომელმაც გზის მშენებლობა განახორციელეს. ასევე აქ იყვნენ მისი წარმომადგენლებიც გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე დაიწყებენ საინჟინრო პროექტზე მუშაობას. შესაბამისად, აღნიშნული კომპანია კი დაიწყებს გზის მოვლა-პატრონობას, რადგან გზიმს მოვლა პატრონობაზეა პასუხისმგებელი.”- ამბობს გუბერნატორი.